ბოლონიის დეკლარაცია

ბოლონიის დეკლარაცია
მიღებულ იქნა 1999 წელს ევროპული კომისიის მიერ. შემდეგ, 2000 წლის მარტში ლისაბონში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განათლება ოფიციალურად იქნა აღიარებული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად. ლისაბონში მიღებულ დეკლარაციაში განათლება განხილულია, როგორც მსოფლიო მასშტაბით ევროპის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ევროკავშირის ქვეყნების გაერთიანებისა და მათი მოქალაქეების სრულფასოვანი განვითარების საშუალება. ევროპის საბჭომ თავის სტრატეგიულ მიზნად დაისახა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის გადაქცევა ცოდნაზე დაფუძნებულ, დინამიურად განვითარებად ეკონომიკად. ამ სტრატეგიის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქნა მიჩნეული მაღალხარისხიანი პროფესიული განათლებისა და მომზადების სიტემის ჩამოყალიბება.
Source: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»